1. პროექტის სახელწოდება:
ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი ჩვენს ცხოვრებაში. სოციალური ქსელები.
2. პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებმა გამოიკვლიონ საზოგადოების ჩართულობა სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათი დამოკიდებულება და განწყობა ამ რესურსების მიმართ. ამ კვლევების საფუძველზე შეიმუშავონ ზოგადი კონცეფციები და მოაწყონ საინფორმაციო შეხვედრები ამ ქსელების გამოყენების ეთიკურ ნორმებთან დაკავშირებით.
ასევე გააცნონ საზოგადოების ნაწილს კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი და უარყოფითი ასპექტები, ტექნოლოგიური და ელექტრონული რესურსების მოხმარების ეთიკური ნორმები. გამოვიკვლიოთ ადგილიბრივი მოსახლეობის ჩართულობა სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ანდა შესაძლო შემაფერხებელი ფაქტორები (ნათლად მოხდეს კომპიუტერული დანაშაულის განვითარების ფაქტორების ჩამოყალიბება).
3. პროექტის აქტუალობა:
დღევანდელ სამყაროში ტექნიკის განვითარება ისეთი სწარაფი ტემპით მიმდინარეობს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იმ ინფორმაციის კონტროლი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერებთან და ციფრულ ტექნიკასთან.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეებს გავაცნოთ და მივცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ინფორმაციული რესურსების ზემოქმედების გზები თანამედროვე საზოგადოების განვითარებაზე, და დაეუფლნენ თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ თანამედროვე საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნაში დაეხმარებათ. ძირითადია ასპექტების ჩამოყალიბება ისეთი თემის ირგვლივ როგორიც არია ინფორმაციული საზოგადოება.
დავეუფლოთ პერსონალური კომპიუტერის და მობილური ტელეფონის მეშვეობით სხვადსახვა სოციალური ქსელის გამოყენება, დაკვირვების, ურთიერთობის (კავშირების) დამყარება, თუ გამოკითხვების ჩატარება. მოსწავლეები შეძლებენ დროის რაციონალურ გამოყენებას ხსენებულ ტექნიკასთან მუშაობის დროს.
პროექტზე მუშაობის შემდეგ მონაწილეები შეიძენენ საბაზისო ცოდნას ციფრული ტექნოლოგიების შესახებ, ამიტომ, თავისუფლად შეძლებენ კონსულტაციების გაწევას, როგორც თანატოლებისთვის , ასევე უფროსებისათვის.
5. მონაწილეთა ასაკი:
11-12 წელი
6. ვადები:
სამი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული პროექტი ემსახურება მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სხვადასხვა წაყაროებიდან ინფორმაციის მოძიების, ფაქტების ანალიზის, ლოგიკური კავშირების დამყარების, სხვისი აზრის პატივისცემის თვისებების განვითარებას. ასევე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ ცხოვრებაში.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს ექნებათ უშუალო შეხება კომპიუტერებთან, ინტერნეტთან, მობილურ ტელეფონებთან, იმუშავებენ Word-ში, Exsel-ში და PowerPoint–ში, რითაც გააფართოვებენ თავიანთ ცოდნას ინფორმატიკაში. ამასთანავე შედგება შეხვედრები და საუბრები სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ხალხთან, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში პროფესიის შერჩვაში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერები/პრინტერი, და პროგრამები: Word, Exsel–ი და PowerPoint–ი, ქაღალდი ანკეტებისათვის.
9. პროექტის მსვლელობა:
ა. პროექტის თემის ფორმულირება, მისი ამოცანების, მიზნების დასახვა (2 დღე).
ბ. მასწავლებლის მიერ სამოქმედო გეგმის შედგენა, მასალების მოძიების ტექნოლოგიური პროცესის დაგეგმვა, წყაროების შერჩევა (2 დღე).
გ. პროექტის რეალიზაციის საფეხურები (ორი კვირა):
· მოსწავლეების გაცნობა პროექტთან (საინფორმაციო სახის პრეზენტაცია), პრობლემის განსაზღვრა, რომელიც უნდა გადაწყდეს პროექტში;
· ჯგუფების შედგება კლასში გამოკვლევების ჩასატარებლად, სამუშაოების განაწილება ბავშვებზე (სამუშაო ჯგუფები იწყებენ საზოგადოების სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელთა გამოკითხვას თემის ირგვლივ ინფორმაციის მოსაძიებლად. ავსებენ წინასწარ შექმნის კითხვარებს), განსახილველი საკითხებია: ინფორმაციული დანაშაული, ინფორმაციული კრიზისი, ასევე გამოკვლეული იქნება დრეისათვის ერთერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სკოლაში: პირველკლასელთა სწავლა ნეთბუქებით;
· მასალების მოძიება, ანკეტირების ჩატარება, მიღებული ინფორმაციის დამუშავება ჯგუფების მიერ არჩეული პასუხისმგებელი მოსწავლეების მეთვალყურეობით.
· შედეგების ერთობლივი ანალიზი, მსჯელობა. პროექტის პრეზენტაციისათვის მზადება (პრეზენტაციის აგება PowerPoint–ში, მონაცემთა მათემატიკური ანალიზი Exsel–ში, ბროშურების აწყობა Word–ში).
დ. პროექტის საჯარო განხილვა (1 დღე).
ე. მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეფასება (1 დღე).
ვ. პროექტის შედეგების განთავსება სოციალურ ქსელში (1 დღე).
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან გავშირი:
ისტ, კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
11. პროექტის ხელმძღვანელი:
დიმიტრი პოპოვი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკა–ინფორმატიკის პედაგოგი
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
dimitripo84@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
dimitripopovi.blogspot.com
დავალების # | შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი ქმედებები | საქმიანობის გაწერა დროში | საქმიანობის განმხორციელებელი მოსწავლეები | საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები | საქმიანობის შესაბამისი რესურსები | |||||||
კვირის დღეები | ||||||||||||
1–2 დღე | 3–4 დღე | 5 დღე | 8-12 დღე | 15 დღე | 16 დღე | 17 დღე | 19 დღე | |||||
1 | პროექტის ანალიზი, სამუშაო გეგმის შედგენა | კომპიუტერი | ||||||||||
1,1 | სამუშაო ჯგუფების შედგენა, სამუშაოს განაწილება | კომპიუტერი | ||||||||||
1,2 | ანკეტირებული გამოკითხვა. საჭირო ინფორმაციის და მასალების მოძიება | ანკეტები, კომპიუტერი, ლიტერატურა | ||||||||||
1,3 | საინფორმაციო ბროშურებზე მუშაობა | ანკეტები, კომპიუტერი, ლიტერატურა | ||||||||||
2 | მონაცემა ნალიზი | კომპუტერი | ||||||||||
2,1 | მონაცემა ნალიზი , დიაგრამების შედგენა | კომპიუტერი | ||||||||||
3 | პროექტზე მუშობის დასრულება | კომპიუტერი | ||||||||||
4 | პროექტის პრეზენტაცია | კომპიუტერი | ||||||||||
5 | მოსწავლეთა შეფასება | კომპიუტერი | ||||||||||
6 | პროექტის განთავსება სიციალურ ქსელში | კომპიუტერი |
პროექტის შეფასების სისტემა | |||
კატეგორია | კრიტერიუმი | შეფასება | მიღებული ქულა |
მომზადების ეტაპი | მოწესრიგებელია, არ არის გამოყენებული ისტ | 1 – 3 | |
მოუწესრიგებელია; ისტ გამოყენებულია მცირე დოზით | 4 – 5 | ||
ისტ – ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა | 6 – 7 | ||
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია ელექტრონული ცხრილები და სქემები. | 8 – 10 | ||
გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი | ისტ არ არის გამოყენებული | 1 – 3 | |
მოუწესრიგებელია; ისტ გამოყენებულია მხოლოდ ერთი მოსწავლის მიერ, არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა | 4 – 5 | ||
მოწესრიგებულია, ისტ – ის გამოყენება მრავალფეროვანია, ზოდჯერ შეუსაბამოა დავალებასთან | 6 – 7 | ||
კარგად არის ორგანიზებული. ჩანს მოსწავლეების მიერ სამუშაოთა განაწილება. | 8 – 10 | ||
პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარდგენის ეტაპი | ისტ არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას. | 1 – 3 | |
მოუწესრიგებელია; ისტ გამოყენებულია მცირე დოზით. არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა | 4 – 5 | ||
მოწესრიგებულია, ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა | 6 – 7 | ||
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა | 8 – 10 | ||
ქულათა ჯამი | |||
საბოლოო შეფასება | ქულათა ჯამი გაყოფილი 3-ზე |