პროექტის პრეზენტაცია |
მათემატიკის ისტორია
- პროექტის მთავარი იდეა პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით
მოსწავლეები სკოლაში შესვლისთანავე სწავლობენ მათემატიკას, ციფრებს, ანგარიშა. მაგრამ მათმა უმარვლესობამ არც კი იცის როგორ წარმოიშვა თვლის სისტემა, ციფრები. თანამედროვე ცხოვრებაში მათემატიკას წამყვანი ადგილი უკავია. ანგარიშის, სწორად შეკრება–გამოკლებისა, გამრავლებისა და გაყოფის ცოდნის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე საზოგადოების განვითარება. ოთხი არითმეტიკული მოქმედება, ზეპირი და წერითი ანგარიშის წესები ისწავლება დაწყებითი კლასებიდან. ყველა ეს წესი არ იყო შექმნილი რომელიმე ერთი ადამიანის მიერ. ერითმეტიკა შეიქმნა ყოველდღიური პრაქტიკით, ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნით მათ ყოველღიურ საქმიანობაში. არითმეტიკა ვითარდებოდა ნელა და დიდი ხნის განმავლობაში, სანამ გახდა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვსწავლობთ.
- პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია თვალსაჩინო მასალების შექმნა სადაც ასახული იქნება მათემატიკის განვითარების ისტორია, ფაქტები, და შედეგების პრეზენტაცია დაინტერსებულ პირთათვის.
- მონაწილეთა ასაკი
11-12 წელი
- ვადები / ხანგრძლივობა
ორი კვირა
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
ა. მასალების მოძიება ინტერნეტიდან, ბიბლიოთეკიდან ციფრების წარმოშობის და განვითარების შესახებ.
ბ. არსებული მონაცემების საფუძველზე თვალსაჩინოების შექმნა, შედეგების ანალიზი.
გ. საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება.
- მოსალოდნელი შედეგები
აღნიშნული პროექტი ემსახურება მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სხვადასხვა წაყაროებიდან ინფორმაციის მოძიების, ფაქტების ანალიზის, ლოგიკური კავშირების დამყარების, სხვისი აზრის პატივისცეის თვისებების განვითარებას. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს ექნებათ უშუალო შეხება კომპიუტერებთან, ინტერნეტთან, მობილურ ტელეფონებთან, იმუშავებენ Word-ში და PowerPoint–ში, რითაც გააფართოვებენ თავიანთ ცოდნას ინფორმატიკაში. ამასთანავე შეხვედრები და საუბრები სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ხალხთან, დაეხმარებათ მათ მომავალში პროფესიის შერჩვაში.
- სარგებელი სხვებისთვის
პროექტზე მუშაობის შემდეგ მონაწილეები შეიძენენ საბაზისო ცოდნას ციფრული ტექნოლოგიების შესახებ, ამიტომ, თავისუფლად შეძლებენ კონსულტაციების გაწევას, როგორც თანატოლებისთვის , ასევე უფროსებისათვის.
შექმნიან თვალსაჩინოებას რომლის გამოყენებაც შეეძლება როგორც მოსწავლეს ასევე მასწავლებელს, გაკვეთილის ჩატარების დროს.
- სამუშაო ენა
ქართული
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არა
- საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მათემატიკა, ისტ, კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
12. პროექტის ხელმძღვანელი:
დიმიტრი პოპოვი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკა–ინფორმატიკის პედაგოგი
13. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
dimitripo84@gmail.com
14. პოექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
dimitripopovi.blogspot.com
პროექტის მსვლელობა:
დავალების # | შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი ქმედებები | საქმიანობის გაწერა დროში | საქმიანობის განმხორციელებელი მოსწავლეები | საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები | საქმიანობის შესაბამისი რესურსები | ||||||
პირველი კვირა | მეორე კვირა | ||||||||||
1–2 დღე | 3–4 დღე | 5 დღე | 8 დღე | 9 დღე | 10 დღე | 11 დღე | |||||
1 | პროექტის ანალიზი, სამუშაო გეგმის შედგენა | * | | | | კომპიუტერი | |||||
1,1 | სამუშაო ჯგუფების შედგენა, სამუშაოს განაწილება | * | | | | კომპიუტერი | |||||
1,2 | საჭირო ინფორმაციის და მასალების მოძიება | * | * | | | | ანკეტები, კომპიუტერი, ლიტერატურა | ||||
1,3 | საინფორმაციო ბროშურებზე მუშაობა | * | | | | ანკეტები, კომპიუტერი, ლიტერატურა | |||||
2,1 | პრეზენტაციის შექმნა | * | * | | | კომპიუტერი | |||||
3 | პროექტზე მუშობის დასრულება | | | | | ||||||
4 | პროექტის პრეზენტაცია | | | | |
პროექტის შეფასების რუბრიკა:
კატეგორია | კრიტერიუმი | შეფასება | მიღებული ქულა |
მომზადების ეტაპი | მოწესრიგებელია, არ არის გამოყენებული ისტ | 1 – 3 | |
მოუწესრიგებელია; ისტ გამოყენებულია მცირე დოზით | 4 – 5 | ||
ისტ – ის გამოყენება ზოგჯერ შუსაბამოა | 6 – 7 | ||
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია ელექტრონული ცხრილები და სქემები. | 8 – 10 | ||
გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი | ისტ არ არის გამოყენებული | 1 – 3 | |
მოუწესრიგებელია; ისტ გამოყენებულია მხოლოდ ერთი მოსწავლის მიერ, არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა | 4 – 5 | ||
მოწესრიგებულია, ისტ – ის გამოყენება მრავალფეროვანია, ზოდჯერ შეუსაბამოა დავალებასთან | 6 – 7 | ||
კარგად არის ორგანიზებული. ჩანს მოსწავლეების მიერ სამუშაოთა განაწილება. | 8 – 10 | ||
პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარდგენის ეტაპი | ისტ არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას. | 1 – 3 | |
მოუწესრიგებელია; ისტ გამოყენებულია მცირე დოზით. არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა | 4 – 5 | ||
მოწესრიგებულია, ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა | 6 – 7 | ||
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა | 8 – 10 | ||
ქულათა ჯამი | |||
საბოლოო შეფასება | ქულათა ჯამი გაყოფილი 3-ზე | | |