- პროექტის სახელი
სასწავლო პროექტის
„ჯადოსნური ნაძვის ხე“
(აღნიშნული პროექტი განვითარდება პროგრამა Paint–ის შესწავლის პარალელურად)
- პროექტის მთავარი იდეა
პირველი კლასის მოსწავლეები ჩავაბათ სხვადასხვა სახის სამუშაოში, ახალი მასალის ათვისების პარალელურად:
· მოსწავლე გაეცნოს ხატვის პროგრამა Paint-ს
· შეძლოს ამ პროგრამაში მუშაობა
· განუვითარდეს თემატური ელემენტების: ფანქრის, ფუნჯის, საშლელის ფერტა პალიტრის გამოყენების უნარჩვევები
· მოსწავლემ შეძლოს ბუკში არსებული სურათის გახსნა/დამუშავება პროგრამა Paint-ში
· პროგრმა Paint-ში Shapes (ფიგურების) ჩასმა
· ფერის ჩასხმა
· Paint-ში შესრულებული გრაფიკული ნამუშევრის შენახვა .jpg ფორმატში
· WebCam-ით გადაღებული სურათის გახსნა/დამუშავება პროგრამა Paint-ში
· მოსწავლე შეძლებს გამოიყენოს სახატავი პროგრამა Paint მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობებისას
· შეძლოს დაამზადოს და გამოსცეს ორიგინალური ნამუშევარი ელ.ფორმატში
· გამოიყენოს ისტ-ი საგამომცემლო შემოქმედებით საქმიანობაში და შექმნას ციფრული ფორმატის პროდუქტი
- პროექტის სრული აღწერა
რადგანაც პროექტი ხორციელედება პირველ კლასში, ამიტომ ის გაწერილია სამ გაკვეთილად, და პრაქტიკულად მისი განხორციელება პირდაპირ გაკვეთილებზე მოხდება. პროექტის დასრულების ბოლოს მოხდება მოსწავლეების მიერ შემუშავებული მზა პროდუქტის პრეზენტაცია: ნახატი საახალწლო ნაძვისხე.
- მონაწილეთა ასაკი
11-12 წელი
- ვადები / ხანგრძლივობა
სამი კვირა
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
გაკ. I
საშინაო დავალების შემოწმება
მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს დავალების შემოწმებით (მოსწავლეებს სახლში WebCam-ის საშუალებით უნდა გადაეღოთ ხის ან ნაძვის სურათი) მოსწავლეები ჩართავენ ბუკებს და წარმოადგენენ სურათებს, რამოდენიმე საუკეთესო ნიმუშს მასწავლებელი უჩვენებს მთელ კლასს „ჩვენება სტუდენტთათვის“ ფუნქციის გამოყენებით. (5 წთ)
აქტივობა I-გამოწვევა
ამის შემდეგ სთხოვს, რომ ნაძვის ხე დახატონ. იქმნება პრობლემური სიტუაცია: ყველას არ აქვს თან წამოღებული სახატავი ინსტრუმენტები, მასწავლებელი მიმართავს, რომ შეიძლება ნახატი შეიქმნას ბუკშიც. რთავს Classroom Management ფუნქციას ჩვენება სტუდენტებისთვის და უჩვენებს პროგრამა პაინტში შესრულებულ რამდენიმე სურათს პარალელურად სვავს კითხვას: შეუსრულებიათ თუ არა მათ მსგავსი ნახატები სახატავ რვეულებში. (5 წთ)
აქტივობა II-პროგრამა Paint-ის გაცნობა
მასწავლებელი მოსწავლეებს უზიარებს საკუთარ ეკრანს და პრაკტიკულად უჩვენებს თუ როგორ მოძებნა ეს პროგრამა Start მენიუდან და გახსნა. თიშავს გაზიარებას და სთხოვს მოსწავლეებს, რომ შეასრულონ იგივე ოპერაცია და აკვირდება დავალების შესრულებას „სტუდენტთა მონიტორინგის“ საშუალებით, საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ გადის მოსწავლეებთან. (5 წთ)
შესვენება-თამაში წვიმა (5 წთ)
მასწავლებელი კვლავ რთავს ფუნქციას „ჩვენება სტუდენტებისათვის“ და უხსნის Paint-ის ისტრუმენტებს: ფანქარი, ფუნჯი, საშლელი; (17 წთ)
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს თუ როგორ დახურონ Paint-ის პროგრამა შესრულებული გრაფიკული გამოსახულების შენახვის გარეშე. ამის შემდეგ სთხოვს რომ სახლში გაიმეორონ ახსნილი მასალა. ამავდროულათ ახსენებს მოსწავლეებს უსაფრთხოების წესებს და ბუკთან მუშაობის რეკომენდირებულ დროის დაცვაზე (3 წთ)
გაკ.II
აქტივობა I- გამოწვევა-(5წთ).
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ფურცლებს სადაც დაბეჭდილია გეომეტრიული მიმდევრობა და სთხოვს მათ, რომ მათ დაასრულონ იგი (მიუხატონ ერთი ფიგურა).
აქტივობა II. – (7წთ).
შემდეგ მასწავლებელი File Distribution-ის მეშვეობით მოსწავლეებს გადაუგზავნის სურათს, რომელზეც გამოსახულია გეომეტრიული ფიგურების მიმდევრობა. სთხოვს მოსწავლეებს ამ სურათის გახსნას და შემდეგ ეკითხება:
- მათი აზრით, შეიძლება თუ არა ამ მიმდევრობის დასრულება?
-შეძლებენ, თუ არა ისინი ამას ბუქებში?
მსჯელობით მოსწავლეები მიდიან დასკვნამდე, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია კომპიუტერში ხატვის პროგრამის გამოყენებით.
ამის შემდეგ მასწავლებელი რთავს გაზიარებას და უჩვენებს მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა გახსნან მათ ბუკში არსებული სურათი Paint-ში შემდგომი დამუშავებისთვის.
შესვენება-„სპილო, ხარი, პალმა“. (5 წთ)
აქტივობა III-(5წთ)
ამ დავალების შემდეგ მასწავლებელი სთოვს მოსწავლეებს, რათა მათ დაასრულონ მიმდევრობა მათთვის ცნობილი ინსტრუმენტების გამოყენებით. ბუნებრივია მოსწავლეებს გაუჭირდებათ ზუსტად დახატონ ეს ფიგურები.
ამის შემდეგ მასწავლებელი მიმართავს კლასს, და ეუბნებათ, რომ შესაძლებელია ამ დავალების შესრულება უფრო მარტივად და საუკეთესო შედეგით, იგი რთავს გაზიარებას და ასწავლის მოსწავლეებს თუ როგორ უნდა ფიგურების ჩასმა. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს, რომ მათ გაიმეორონ ეს სამუშაო, საჭიროებისამებრ ეხმარება მოსწავლეებს.
აქტივობა IV_ (5წთ)
მას შემდეგ რაც ყველა მოსწავლე შეასრულებს ამ სამუშაოს, მასწავლებელი რთავს კვლავ გაზიარებას და ასწავლის მოსწავლეებს ფერის ჩასხმის ინსტრუმენტს. შემდეგ უთმობს მცირეოდენ დროს პრაქტიკას.
აქტივობა V_(8წთ)
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი კვლავ რთავს გაზიარებას, და ასწავლის მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა შეინახონ შესრულებული ნამუშევარი.
შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს, რომ მათ შეინახონ სურათი, ამავე დროს მასწავლებელი აკონტროლებს სამუშაოს შესრულებას, ეხმარება პრობლემების შექმნის შემთხვევაში.
დასასრულს აკეთებს შეჯამებას, თუ რა ახალი ინსტრუმენტები ისწავლეს მოსწავლეებმა.
სთხოვს რომ მათ დახურონ ხატვის პროგრამა და გამორთონ ბუქები. სანამ ბუქები ირთვება მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებ დავალებას: WebCam-ერის მეშვეობით შემდეგი გაკვეთილისთვის გადაიღონ მათი ყველაზე საყვარელი ნაძვისხის სათამაშოს სურათი (საჭიროების შემთვევაში დაიხმარონ მშობელი).
გაკ.III
აქტივობა I-გამოწვევა-(5 წთ)
მასწავლებელი იწყებს გაკვეთილს საშინაო დავალების შემოწმებით, მოსწავლეები ხსნიან ბუქებში მათ მიერ გადაღებული ნაძვის ხის სათამაშოს სურათს.
ამის შემდეგ მასწავლებელი ამოწმებს წინარე ცოდნას, რისთვისაც სთხოვს მოსწავლეებს, რომ მათ გახსნან გადაღებული სურათი Paint-ში.
საჭიროებისამებრ ეხმარება მოსწავლეებს.
შემდეგ ეტაპზე მიმართავს კლასს და ეუბნება რომ მალე დადგება ახალი წელი.
- რა არის ახალი წლის სიმბოლო?
-რით რთავენ ნაძვის ხეს?
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, რომ მათი საყვარელი სათამაშოები უნდა დაკიდონ ჯადოსნურ ნაძვის ხეზე, რომელსაც თვითონ შექმნიან. ამისათვის მათ სათამაშოს უნდა მიუხატონ ნაძვის ხის ტოტი.
აქტივობა II- წვდომა-(20წთ)
მასწავლებელი რთავს გაზიარებას და ზუსტი ინსტრუქციებით უჩვენებს მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა შეასრულონ დავალება: მიუხატონ სათამაშოს ნაძვის ხის ტოტი მათთვის ნაცნობი ინსტრუმენტების გამოყენებით. მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად და ქმნიან ახალ ნამუშევარს.
მუშაობის პერიოდში მოხდება შესვენება-სიმღერით „ნაძვის ხეო“ (5 წთ).
რეფლექსია:
დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები ინახავენ მათ მიერ შესრულებულ ნაშრომს.
მასწავლებელი აკეთებს თემის შეჯამებას კითხვებით:
-რომელი ახალი პროგრამა ისწავლეს?
-კიდევ რის დახატვა შეიძლება და რას დახატავდნენ მომავალში?
-დამისახელეთ:
3 რამ, რაც დაიხსომეთ ამ გაკვეთილებზე,
2 რამ, რაც ძალიან მოგეწონათ,
1 რამ, რაზეც მეტის გაგება გსურთ.
მასწავლებლის სამუშაო:
მასწავლებელი File Distribution -ის მეშვეობით გადააგზავნის მათ მიერ შესრულებულ სურათებს მასწავლებლის ბუქში, და მცირეოდენი დამუშავების შემდეგ ამობეჭდავს ფერად პრინტერზე. შეინახავს ამობეჭდილ მასალას, რათა შემდგომ საახალწლო ზეიმზე მოახდინოს მათი პრეზენტაცია (მოსწავლეების დახმარებით გაანაწილებს ამ სურათებს წინასწარ ფლიპჩარტზე დახატულ ნაძვის ხეზე).
მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ საკუთარი ნაშრომის შედეგს და ნამუშევარს გამოფენენ საკლასო ოთახში.
- მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
იყენებს ისტ-ს საგამომცემლო და სხვა შემოქმედებით საქმიანობაში (მაგალითად, ტექსტურ რედაქტორში ქმნის დაბადების დღის მისალოც ბარათს);
ქმნის თავისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი ციფრული ფორმატის პროდუქტს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე თანაკლასელებთან ერთად; ასევე მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (მაგალითად, გარემოს დაცვის შესახებ პროექტის დამხმარე, თვალსაჩინო მასალა).
მოსწავლე ფლობს ისტ-ს თან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს
სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით (მაუსი, touch-pad, კლავიატურა, მონიტორი);
რომ ისტ-ის გამოყენება ყოველდღიურად ხანგძლივი დროის განმავლობაში უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, კერძოდ: თვალის, მაჯისა და კიდურის არეში დაძაბულობა; ტკივილი კისრისა და ზურგის არეში, სტრესი და სხვა;
აცნობიერებს, რომ კომპიუტერით სარგებლობის დრო, მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შეზღუდულია როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ.
- სარგებელი სხვებისთვის
მოსწავლეები შექმნიან ნახატ საახალწლო ნაძვის ხეს.
- სამუშაო ენა
ქართული
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არა
- საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტ, კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
12. პროექტის ხელმძღვანელი:
დიმიტრი პოპოვი,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ისტ ტრენერი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკა–ინფორმატიკის პედაგოგი
13. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
dimitripo84@gmail.com
14. პოექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
dimitripopovi.blogger.com